რა არის ფრენშაიზინგის ხელშეკრულება?

25.04.2026 - ადამიანი და კანონი

რა არის ფრენშაიზინგის ხელშეკრულება?

სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლის მიხედვით:

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების განმარტება

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დინამიკური და განვითარებადია ხელშეკრულებათა შორის.

მისი შინაარსის უკეთ გასაგებად, უმჯობესია, გამოვყოთ ძირითადი მახასიათებლები ნორმიდან გამომდინარე:

 

• ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტები არიან – ფრენშაიზის გამცემი და ფრენშაიზის მიმღები (როგორც წესი, ერთზე მეტი);

 

• მხარეებად წარმოდგენილი არიან ორგანიზაციულად დამოუკიდებელი, საკუთარი პასუხისმგებლობით მონაწილე საწარმოები. უფლება-მოვალეობები მხარეებს წარმოეშობათ ორმხრივად, ე.ი. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება საწარმოსა და საკუთარ ფილიალს შორის ვერ გაფორმდება;

 

• ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება. მისი შინაარსიდან და მხარეთა დასახული მიზნიდან გამომდინარე, მას მოკლევადიანი მოქმედება ვერ ექნება;

 

• ხელშეკრულების მხარეებს სფეციფიკური მიზანი და უფლება-მოვალეობები აქვთ. მათი ძირითადი მიზანია საქონლის ეფექტური წარმოება და გასაღება, ასევე მომსახურების გაწევა;