დაფიქრდით, რამდენადუპრობლემოდშეძლებთსესხისგადახდას

კრიტიკულად შეაფასეთ სესხად ასაღები თანხისა და მისი დაფარვისთვის შესაძლო შენატანების მოცულობა. გახსოვდეთ, სესხი საჩუქარი არაა, ის ვალდებულებაა, რომლის დაფარვაც შეთანხმებულ ვადაში მოგიწევთ.

შეადარეთრამდენიმეშემოთავაზება

სესხის განაცხადის გაკეთებამდე დააზუსტეთ შემოთავაზების შესაძლო ვარიანტები, სესხთან დაკავშირებული ხარჯების შესაძლო დიაპაზონი, საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები თუ მოთხოვნები, მოიძიეთ რამდენიმე ალტერნატივა და სესხის განაცხადით უკვე იმ კრედიტორებს მიმართეთ, რომელთა შემოთავაზებები თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ჩანს.

მიაწოდეთკრედიტორსუტყუარიინფორმაცია

სესხის განაცხადის შევსებისას ნუ დამალავთ ინფორმაციას, პირიქით, იყავით გულწრფელები, რადგან, ერთი მხრივ, კრედიტორის ნდობა არ დაკარგოთ და, მეორე მხრივ, ისეთი პროდუქტი მიიღოთ, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენ საჭიროებებს და რომლის მომსახურებაც უპრობლემოდ შეძლებთ.

წინასწარდაიჭირეთთადარიგი

თადარიგი დაიჭირეთ სესხის განაცხადის გაკეთებისას, როცა დროის ფაქტორი კრიტიკულია – გახსოვდეთ, ხშირად მიღებული მონაცემების საფუძველზე სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.

დააზუსტეთყველაპირობა

დააზუსტეთ სესხის მიღების პირობების ყველა შესაძლო ალტერნატივა, მათ შორის, უზრუნველყოფის წარდგენის შესაძლო ვარიანტები, შეაფასეთ თითოეული ალტერნატივის უპირატესობები და რისკები და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღეთ.

ყურადღებითწაიკითხეთხელშეკრულება

სესხის აღებამდე დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას, დასვით კითხვები გაურკვეველ თუ დასაზუსტებელ საკითხებზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ მხოლოდ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და მისი წაკითხვის შემდეგ.