თბილისის საქალაქო სასამართლო — Tbilisi City Court

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა საადვოკატო ბიურო ფხალაძე და პარტნიორების კლიენტის სარჩელი.

საქმის არსი

შპს ლე.ლ.ს-ის ყოფილმა დირექტორმა, კომპანიის მართვის პერიოდში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კომპანიას დააკისრა საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ორგანომ კომპანიაში ჩატარებული შემოწმების საფუძველზე გამოსცა ბრძანება, ხოლო შემოსავლების სამსახურმა კომპანია დააჯარიმა 71 266,67 ლარით.

კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ, ადვოკატ ნიკოლოზ ფხალაძის დახმარებით, სარჩელი შეიტანა ყოფილი დირექტორის — ს.ლ. — წინააღმდეგ, და მოითხოვდა რა ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1-ე მუხლების საფუძველზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება

კოლეგიამ სრულად გაიზიარა მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია. სასამართლომ დაადგინა, რომ:

  1. ყოფილ დირექტორს გააჩნდა ზრუნვის მოვალეობა და ვალდებული იყო მოქმედებულიყო კომპანიის საუკეთესო ინტერესებით;
  2. მოპასუხის მხრიდან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას;
  3. არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და კომპანიის ზიანს შორის;
  4. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია კომპანიას სრულად აუნაზღაუროს 71 266,67 ლარი.

სასამართლომ ასევე მოპასუხეს სრულად დააკისრა სახელმწიფო ბაჟი და საადვოკატო ხარჯი.

სამართლებრივი მნიშვნელობა

კოლეგიამ განმარტა, რომ კომპანიის დირექტორს გააჩნია ზრუნვის მოვალეობა (duty of care) — ვალდებულია იმოქმედოს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებით, დაიცვას კანონის მოთხოვნები და თავიდან აიცილოს კომპანიისათვის ზიანის მიყენება. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს პირად ქონებრივ პასუხისმგებლობას.

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის კუთხით — ადასტურებს, რომ დირექტორი პირადად პასუხს აგებს საკუთარი გადაწყვეტილებებით გამოწვეული ზიანისათვის.

გჭირდებათ კონსულტაცია კორპორატიულ დავებზე?

ადვოკატი ნიკოლოზ ფხალაძე · Pkhaladze et Associés

+995 597 117 795 · nikushapkhaladzelawyer@gmail.com

www.pkhaladze-law.ge

Civil Law · Administrative Law · Dispute Resolution · Tax Law · Litigation