„ფხალაძე და პარტნიორები" გთავაზობთ ადმინისტრაციული სამართლის სრულ სპექტრს - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას ადმინისტრაციულ ურთიერთობებში.

რას ვთავაზობთ

01 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება

  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში და სასამართლოში
  • ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის გასაჩივრება
  • ლიცენზია-ნებართვების გაცემაზე უარის თქმის გასაჩივრება

02 სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა

  • საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრება
  • ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა
  • სამართალდარღვევის ოქმების და ადმინისტრაციული სახდელების გასაჩივრება

03 სპეციალიზებული ადმინისტრაციული საქმეები

  • საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
  • სასაზღვრო და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავები
  • საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების/დისციპლინური სახდელის გასაჩივრება

04 სასამართლო წარმომადგენლობა

  • ადმინისტრაციული სარჩელის მომზადება და სასამართლოში წარდგენა
  • კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
  • გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება

რატომ ჩვენ

  • პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ დავების წარმოებაში.
  • ინდივიდუალური მიდგომა - თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება.
  • სრული თანხლება - საჩივრის მომზადებიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.