საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“ გთავაზობთ სამოქალაქო სამართლის სრულ სპექტრს — საკონსულტაციო მომსახურებიდან სასამართლო წარმომადგენლობამდე და გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ჩვენი გამოცდილება მოიცავს რთულ, მრავალწლიან დავებს უძრავი ქონების, მემკვიდრეობის, ვალდებულებითი და შრომითი სამართლის სფეროებში.
რას ვთავაზობთ
01
უძრავი ქონების დავები
- ვინდიკაციური სარჩელები და საკუთრების დაცვა
- კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსთან დაკავშირებული დავები
- გამოსახლების საქმეები (მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში)
- უკანონო მშენებლობის, მემკვიდრეობითი ძეგლების დაცვის საქმეები
- საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დავები
- იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავები
02
მემკვიდრეობის სამართალი
- მემკვიდრეობის უფლების დადგენა და დამკვიდრება სასამართლო წესით
- მემკვიდრეობითი წილის დავები და ანდერძის ბათილობის საქმეები
- მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია
03
ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი
- ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და დავები (ნასყიდობა, ნასყიდობა-გირავნობა, სესხი და სხვ.)
- ზიანის ანაზღაურების სარჩელები
- საბანკო და სადაზღვევო ორგანიზაციებთან დავები, მათ შორის ხანდაზმულობის ვადის დაცვა
- აღსრულების საქმეები, სააღსრულებო ბიუროსთან დავები
04
შრომითი დავები
- დასაქმებულთა უფლებების დაცვა (შვებულების დღეები, ხელფასის დავალიანება, უკანონო გათავისუფლება)
- დამსაქმებელთან მოლაპარაკებები და საპრეტენზიო წერილები
05
ცილისწამება და პიროვნული უფლებების დაცვა
- საქმის წარმოება პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო
06
ადმინისტრაციული და საგადასახადო დავები
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
- სახელმწიფო უწყებებთან ადმინისტრაციული დავები
რატომ ჩვენ
- პრაქტიკული გამოცდილება — ათწლეულზე მეტი გამოცდილება რთული სამოქალაქო დავების წარმოებაში, ქუთაისის, ბათუმის, მცხეთისა და თბილისის სასამართლოებში.
- სტრატეგიული მიდგომა — თითოეული საქმისთვის ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება — მოლაპარაკებიდან სასამართლო დავამდე და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ინსტანციამდე (ECtHR).
- სრული თანხლება — სარჩელის მომზადებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.