საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“ გთავაზობთ საკორპორაციო სამართლის სრულ სპექტრს — კომპანიის დაფუძნებიდან და ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი თანხლებიდან რთულ კომერციულ დავებამდე.
რას ვთავაზობთ
01
კომპანიის დაფუძნება და სტრუქტურირება
- საწარმოს (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვ.) რეგისტრაცია და სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება
- წესდების, პარტნიორთა შეთანხმებების და შიდა რეგულაციების შემუშავება
- კომპანიის რესტრუქტურიზაცია, რეორგანიზაცია (შერწყმა, გაყოფა, გარდაქმნა) და ლიკვიდაცია
- ფილიალების და წარმომადგენლობების რეგისტრაცია
02
კორპორაციული მართვა და ყოველდღიური თანხლება
- პარტნიორთა/აქციონერთა კრებების მომზადება და გადაწყვეტილებების გაფორმება
- წილის/აქციების გასხვისების, დატვირთვისა და მემკვიდრეობის საკითხები
- დირექტორის უფლებამოსილებასთან და კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები
- კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და მოლაპარაკებების წარმართვა
03
გარიგებები და ინვესტიციები
- აქტივების/წილის ყიდვა-გაყიდვის გარიგებების (M&A) სამართლებრივი თანხლება
- სამართლებრივი ექსპერტიზის (due diligence) ჩატარება
- საინვესტიციო ხელშეკრულებების და თანადაფინანსების პირობების მომზადება
04
კორპორაციული დავები
- პარტნიორთა/აქციონერთა შორის დავების მოგვარება, მათ შორის სასამართლო წესით
- კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები
- კომერციულ კონტრაქტებთან დაკავშირებული დავები და მათი სასამართლო წარმოება
05
დავის მშვიდობიანი მოგვარება
- მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმართვა და მორიგების პირობების შეთანხმება
- საარბიტრაჟო შეთანხმებების მომზადება და საარბიტრაჟო წარმოებაში წარმომადგენლობა
06
სასამართლო წარმომადგენლობა
- სარჩელის/შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა
- კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
- გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება
რატომ ჩვენ
- პრაქტიკული გამოცდილება კომერციული და კორპორაციული დავების წარმოებაში.
- ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება, მოლაპარაკებიდან სასამართლო დავამდე.
- სრული თანხლება — კომპანიის დაფუძნებიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.