საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“ გთავაზობთ საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის სრულ სპექტრს — ოჯახის წევრთა უფლებების დაცვიდან მემკვიდრეობის დამკვიდრებამდე და მასთან დაკავშირებულ დავებამდე.

რას ვთავაზობთ

01 საოჯახო სამართალი

  • განქორწინების საქმეები, მათ შორის შეთანხმებული და სადავო წესით
  • საერთო ქონების გაყოფასთან დაკავშირებული დავები
  • ალიმენტის დანიშვნა, გაზრდა/შემცირება და ალიმენტის დავალიანების ამოღება
  • მშობლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული დავები — შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ურთიერთობის წესის დადგენა
  • მშობლის უფლების შეზღუდვა/ჩამორთმევა და აღდგენა
  • შვილად აყვანასთან და მეურვეობა-მზრუნველობასთან დაკავშირებული საკითხები
  • საქორწინო კონტრაქტების მომზადება

02 მემკვიდრეობის სამართალი

  • მემკვიდრეობის უფლების დადგენა და დამკვიდრება ნოტარიულად ან სასამართლო წესით
  • მემკვიდრეობითი წილის დავები თანამემკვიდრეებს შორის
  • ანდერძის ბათილობის ან ბათილად ცნობის საქმეები
  • სავალდებულო წილის (რეზერვის) მოთხოვნასთან დაკავშირებული დავები
  • მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
  • მემკვიდრეობის გახსნის შემდეგ წარმოშობილი ქონებრივი დავები

03 დავის მშვიდობიანი მოგვარება

  • მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმართვა და მორიგების პირობების შეთანხმება
  • საოჯახო/მემკვიდრეობითი შეთანხმებების, მემკვიდრეობის განაწილების ხელშეკრულებების მომზადება

04 სასამართლო წარმომადგენლობა

  • სარჩელის/შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა
  • კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
  • გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება

რატომ ჩვენ

  • პრაქტიკული გამოცდილება საოჯახო და მემკვიდრეობითი დავების წარმოებაში, მათ შორის რთულ, მრავალწლიან საქმეებში.
  • ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება, მოლაპარაკებიდან სასამართლო დავამდე.
  • სრული თანხლება — საწყისი კონსულტაციიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.