საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“ გთავაზობთ ჯანდაცვის სამართლის სრულ სპექტრს — პაციენტთა უფლებების დაცვას, სამედიცინო დაწესებულებებთან და სადაზღვევო კომპანიებთან დავებს, კონსულტაციებს და სასამართლო წარმომადგენლობას.
რას ვთავაზობთ
01
პაციენტთა უფლებების დაცვა
- სამედიცინო შეცდომით (მალპრაქტისით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელები
- არასათანადო სამედიცინო მომსახურებით/დიაგნოსტიკით გამოწვეული საქმეები
- ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩატარებულ სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული დავები
- პაციენტის პერსონალურ მონაცემთა და სამედიცინო საიდუმლოების დარღვევის საქმეები
- სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული დავები
02
სამედიცინო დაწესებულებებთან და პერსონალთან დავები
- კლინიკის/ექიმის წინააღმდეგ სასამართლო და დისციპლინური საჩივრების მომზადება
- სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები
- ჯანდაცვის დაწესებულებებთან ხელშეკრულებების მომზადება და შემოწმება
03
სადაზღვევო დავები
- სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღებაზე უარის გასაჩივრება
- სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებები და საპრეტენზიო წერილების მომზადება
04
დავის მშვიდობიანი მოგვარება
- საექსპერტო დასკვნების ანალიზი და სამედიცინო ექსპერტიზის ორგანიზება
- მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმართვა და მორიგების პირობების შეთანხმება
05
სასამართლო წარმომადგენლობა
- სარჩელის/შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა
- კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
- გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება
რატომ ჩვენ
- სამედიცინო სამართლის სპეციფიკის ღრმა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რთულ საქმეებში.
- ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება, მოლაპარაკებიდან სასამართლო დავამდე.
- სრული თანხლება — საწყისი კონსულტაციიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.