საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“ გთავაზობთ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სრულ სამართლებრივ მომსახურებას — როგორც მოვალის, ისე კრედიტორის ინტერესების დაცვას რეაბილიტაციისა და გაკოტრების პროცესებში.
რას ვთავაზობთ
01
მოვალის წარმომადგენლობა
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების განცხადების მომზადება და სასამართლოში წარდგენა
- რეაბილიტაციის გეგმის შემუშავება და კრედიტორთა კრებაზე წარდგენა
- მორატორიუმის პერიოდში მოვალის ინტერესების დაცვა და კრედიტორებთან მოლაპარაკებები
- გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან და სასამართლოსთან ურთიერთობის სამართლებრივი თანხლება
02
კრედიტორის წარმომადგენლობა
- მოთხოვნის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- კრედიტორთა კრებაში მონაწილეობა და კრედიტორის ინტერესების დაცვა
- რეაბილიტაციის გეგმის შეფასება და მასზე პოზიციის დაფიქსირება
- საეჭვო გარიგებების გასაჩივრება და მოვალის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული სარჩელები
03
გაკოტრების პროცესი
- გაკოტრების საქმის წარმოებაში მონაწილეობა და ქონების რეალიზაციის პროცესის თანხლება
- გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
- კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობასთან დაკავშირებული დავები
04
წინასახელშეკრულებო და პრევენციული ღონისძიებები
- ფინანსური გაჯანსაღების გეგმის შემუშავებაზე კონსულტირება
- კრედიტორებთან მოლაპარაკებები საქმის წარმოების დაწყებამდე დავალიანების რესტრუქტურიზაციისთვის
05
სასამართლო წარმომადგენლობა
- გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული სარჩელების/საჩივრების მომზადება და სასამართლოში წარდგენა
- კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
- გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება
რატომ ჩვენ
- გადახდისუუნარობის სამართლის სპეციფიკის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
- ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება, მოლაპარაკებიდან სასამართლო დავამდე.
- სრული თანხლება — საწყისი კონსულტაციიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.