საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“ გთავაზობთ შრომის სამართლის სრულ სპექტრს — დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებების დაცვას, კონსულტაციებს, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლო წარმომადგენლობას შრომით დავებში.

რას ვთავაზობთ

01 დასაქმებულთა უფლებების დაცვა

  • უკანონო გათავისუფლების გასაჩივრება და სამსახურში აღდგენის სარჩელები
  • ხელფასის დავალიანების, არაანაზღაურებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ამოღება
  • გამოუყენებელი შვებულების/დასვენების დღეების ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავები
  • შრომითი ხელშეკრულების უკანონო პირობებთან დაკავშირებული დავები
  • დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტებზე რეაგირება
  • სამუშაო ადგილზე დასაქმებულის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრები

02 დამსაქმებელთა მხარდაჭერა

  • შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და პოლიტიკების მომზადება და აუდიტი
  • დასაქმებულთან შრომითი დავის მოგვარება მოლაპარაკების გზით
  • დისციპლინური სამართალწარმოებისა და გათავისუფლების პროცედურის სამართლებრივი გაფორმება
  • კომერციული საიდუმლოებისა და კონკურენციის აკრძალვის პირობების შემუშავება

03 დავის მშვიდობიანი მოგვარება

  • საპრეტენზიო/სადემანდო წერილების მომზადება დამსაქმებლისადმი
  • მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმართვა და მორიგების პირობების შეთანხმება

04 სასამართლო წარმომადგენლობა

  • შრომითი დავის სარჩელის/შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა
  • კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
  • გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება

რატომ ჩვენ

  • პრაქტიკული გამოცდილება შრომითი დავების წარმოებაში, დასაქმებულთა ინტერესების დაცვის ჩათვლით.
  • ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება, მოლაპარაკებიდან სასამართლო დავამდე.
  • სრული თანხლება — საწყისი კონსულტაციიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.