„ფხალაძე და პარტნიორები" გთავაზობთ საგადასახადო და საბაჟო სამართლის სრულ სპექტრს - შემოსავლების სამსახურთან დავების მოგვარებას, საგადასახადო კონსულტირებას და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას.
რას ვთავაზობთ
01
საგადასახადო დავები
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული და სასამართლო წესით გასაჩივრება
- არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული გადასახადების საწინააღმდეგო სამართალწარმოება
- საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრება
- ჯარიმისა და საურავის დარიცხვის კანონიერების სადავოდ ქცევა
02
საგადასახადო კონსულტირება
- ბიზნეს-ოპერაციების საგადასახადო შედეგების ანალიზი და დაგეგმვა
- საგადასახადო შეღავათებისა და სპეციალური რეჟიმების გამოყენებაზე კონსულტირება
- საგადასახადო რისკების შეფასება გარიგებამდე
03
საბაჟო სამართალი
- საბაჟო ღირებულების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელების დარიცხვასთან დაკავშირებული დავები
- საქონლის დროებით შემოტანა-გატანასთან და საბაჟო რეჟიმებთან დაკავშირებული საკითხები
- საბაჟო სამართალდარღვევის საქმეებზე წარმომადგენლობა
04
სასამართლო წარმომადგენლობა
- სარჩელის/საჩივრის მომზადება და სასამართლოში წარდგენა
- კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციაში
- გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის თანხლება
რატომ ჩვენ
- საგადასახადო დავებში დადასტურებული პრაქტიკული წარმატება (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის საქმეებში).
- ინდივიდუალური მიდგომა - თითოეული საქმისთვის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება.
- სრული თანხლება - საწყისი კონსულტაციიდან საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.