ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ჩვენს უფლებებს არღვევს?

05.04.2025 - ადამიანი და კანონი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ჩვენს უფლებებს არღვევს?

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.  ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 2. ამ კოდექსის 116ე მუხლის მე7 ნაწილით, 119ე მუხლის მე8 ნაწილით, 120ე მუხლის მე4 ნაწილით, 121ე მუხლის მე3 ნაწილით, 125ე მუხლის მე5 და მე10 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.