იპოთეკის ხელშეკრულება

30.03.2025 - ფინანსები

იპოთეკის ხელშეკრულება

იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლითაც იტვირთება უძრავი ქონება. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენი დავალიანება პირის მიმართ წარმოადგენს 10 000 ლარს და არ გაქვთ თანხა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,  იპოთეკის არსებობის პირობებში თქვენი კონტრაქტორი თავისი ინტერესების დაცვას თქვენი უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებით ან მისი რეალიზაციით ეცდება- იპოთეკის უფლება მას ამის უფლებას აძლევს.

იპოთეკის უფლება ფართოდ გავრცელებულია ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობის პირობებში. როდესაც ბანკისგან იღებთ დიდი მოცულობით სესხს, როგორც წესი, ბანკი თქვენგან ფინანსურ გარანტიებს ითხოვს. ერთ-ერთი ასეთი ფინანსური გარანტია თქვენი უძრავი ქონების (მიწის ან/და მასზე განთავსებული ობიექტების) იპოთეკის უფლებით დატვირთვაა.